Saturday, July 25, 2020

ხინკლის წარმოშობის ისტორია


ხინკალი საქართველოში არა მხოლოდ გემრიელი კერძი, არამედ რიტუალური ტრადიციაა.

საქართველოს მთიანეთში მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა პირველი ხინკალი. ზოგი მას ხევისბერის ცოლის სახელს, ხინდას, უკავშირებს, რომელმაც პატივსაცემი სტუმრებისთვის სპეციალურად გამოიგონა ეს კერძი. ზოგიც ყვება ლეგენდას კბილებჩამტვრეულ ბიჭზე, რომელსაც დამ რბილი კერძი მოუმზადა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მითებია.

ქართული ხინკალი მზადდება უკვერცხოდ, წყლითა და ფქვილით მოზელილი მაგარი ცომითა და ხორცის ფარშით, რომელსაც დიდი რაოდენობით წვენი აქვს.

ხინკლის წარმოშობაზე ბევრს დაობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის განუყოფელი ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარში.

ხინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია და დუმის შაშხად არის მოხსენიებული.

ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხინკლის ფორმა, თავისი ნაოჭებით, ბორჯღალს წააგავს. ქართველებისთვის კი ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის, მარადი მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც, სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა. ხინკალი უნდა იყოს 28 ნაოჭიანი. 28 მზის წელთა რიცხვია (მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას ზუსტად 28 წელი უნდება). ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ხოლო ნაოჭები – მზის სხივებს. ხინკალს ჩვენი წინაპრები კვირადღეს, ანუ მზის დღეს, ამზადებდნენ (კვირადღეს ძველქართულად “მზისა” ანუ “საუფლო დღე” ერქვა), ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხინკალი და ბორჯღალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილით, ბეგქონდარათი ან კვლიავით. ხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნას, რაც კერძს საოცარ არომატს სძენდა. დღესდღეობით ხინკალი თითქმის მთელ საქართველოში მზადდება. კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც საუკეთესო ხინკალი ფასდება, არის წვენი, ზომიერი სისქის ცომი და, ვიზუალური თვალსაზრისით, ნაოჭების რაოდენობა. მთავარია ფარშის გემო და ამ საკითხზე ყველას თავისებური შეხედულება აქვს. ბარად “ჩამოსულმა” ხინკალმა ახალი მწვანილები დაიმატა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხინკლის ფარშს ხმელ ქინძსა და უცხო სუნელს უმატებენ. ეს სანელებლები ძირეულად ცვლიან კერძის არომატს.


Sunday, February 2, 2020

ალუბლის და შინდის ხინკალები ფურშეტის ფორმატში



           ალუბლის და შინდის ხინკალები ფურშეტის ფორმატში

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით

 შემადგენლობა:
ფქვილი  3   ჭიქა
მარილი 2   /
წყალი 11⁄2   ჭიქა
ალუბალი 200  გრ


 მომზადების საფეხურები

დიდ თასში აურიეთ ფქვილი და მარილი. ფქვილის შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ  1 ჭიქა წყალი. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი რბილი ცომის მისაღებად. ცომი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ და ზილეთ, სანამ გლუვი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 5–6 წუთით. დააფარეთ და გადადგით სულ მცირე 20 წუთით.

შიგთავსის გასაკეთებლად:შესაძლებელია ალუბლის მურაბის გაკეთებაც შიგთავსად, მაგრამ უმჯობესია ცოცხალი ხილი, ალუბალს გამოაცალეთ კურკები და ისე გამოიყენეთ შიგთავსად..

ორ ნაწილად გაყოფილი ცომი გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი თხლად.დიდი ჭიქით ცომისაგან გამოჭერით მრგვალი ფორმები. თითოეულ ფორმას მოაყარეთ ფქვილი და გადადეთ.
ალუბლის შიგთავსი (ცოცხალი ხილი ან მურაბა ) კოვზით გაბრტყელებულიმრგვალი ფორმის შუაში მოათავსეთ. შეკარით ხინკლის თავი ისე, რომ ხარშვისას არ გაიხსნას. გამზადებული მასა ჩაყარეთ ადუღებულ მარიწყალში და ადუღეთ 15-20 წუთი.



Wednesday, January 29, 2020

ფურშეტის ფასები საეჭვო არ უნდა იყოს

როგორ ყალიბდება ფურშეტის ფასირაზეა ფურშეტის ფასი  დამოკიდებულიწარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად პუნქტსრომლებიცფურშეტის მენიუსა და მენეჯმენტის შერჩევისასუნდა იცოდეს შემკვეთმა
5.        სხვადასხვა მომსახურებების პაკეტი. 
ფურშეტის ფასების საკითხზეჩვენს საიტზე კიდევ არის რამდენიმე სტატიაეწვიეთ მათ:
♦ ფურშეტის (ქეითერინგისმენიუს ზოგადი მიმოხილვა ➤➤
ამ სტატიაში მოცემულია ფურშეტის მენიუს კერძების კლასიფიკაცია და ტრენდებისტატია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ და/ან შეაფასოთ ფურშეტის დაგეგმილი მენიუ.
♦ საკვების რაოდენობის დაანგარიშება სტუმრებზე ➤➤
ფურშეტის ფასი დიდწილად დამოკიდებულია ფურშეტის მენიუზესაკვების რაოდენობაზეშესაბამისადფურშეტის კერძების რაოდენობა სწორად უნდა დაიგეგმოსამ საკითხში უდაოდ გამოგადგებათ მითითებული სტატია
♦ რითი გამასპინძლება არ ღირს ფურშეტზე ➤➤
გამოცდილება გვკარნახობსზოგიერთი კერძის ფურშეტის მენიუში ჩართვა პრობლემური შეიძლება გახდეს.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების საბაზო ფურშეტმენიუები და ფასები ➤➤
ქეითერული ფირმები ხშირად გვთავაზობენ ფურშეტის მენიუების სტანდარტულ ვარიანტებს სხვადასხვა ფასებისათვის.  შემდგომ თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ მატში ცვლილებებიამ პოსტში მოცემულია წამყვანი ქეიტერული ფირმების საბაზო (ტიპურიმენიუები და ფასები.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების ფურშეტების სრული მენიუები ფირმების მიხედვით ➤➤
ქეითერულკი ფირმები მუდმივად სრულყოფენ თავიანთ მენიუს და ოპტიმიზებას უკეთებენ ფასებსმოიუხედავად ამისაამ პოსტში მოცემული ინფორმაციები დაგეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნათ ქეითერული ფირმების მენიუებსა და ფასებზეშეადაროთ ისინი ერთმანეთს.
.
სრული სტატია იხილეთ :

Tuesday, January 28, 2020

რას გვირჩევთ , ვის შევუკვეთოთ ფურშეტის ორგანიზება?


ვის შევუკვეთოთ ფურშეტი ? რატომ FM Group


რომელ ქეითერულ ფირმებს გირჩვეთ ჩვენ
საქართველოში  არაერთი კარგი ქეითერია. ჩვენ, პირველ რიგში გირჩევთ მიმართოთ ამ ფირმებს:

ქეითერული კომპანიის შერჩევის პრინციპები
1.        შეარჩიეთ არა საიტის გამოხმაურებების მიხედვით, არამედ კლიენტების რეკომენდაციის შესაბამისად. დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს, რომელი გამოხმაურებაა თხოვნით დაწერილი და რომელი მკითხველის ინიციატივით
2.        ეძებეთ კომპანია, რომელსაც საიტზე განთავსებული აქვს ღონისძიებების სურათები და ვიდეოები. ასე შეძლებთ ნახოთ, რამდენად ლამაზი იქნება თქვენი წვეულება
3.        უპირატესობა მიანიჭეთ იმათ, რომელთაც აქვთ ბევრ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება. ამას მათი საიტებიდან, ვიდეოებიდან და ფოტოებიდან იოლად მიხვდებით. ნუ გამოედევნებით ცნობილ ფირმებთან ურთიერთობებს. კლიენტების, თუნდაც პატარების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია. ცხადია, თუ დიდი კორპორაცია ხართ, უნდა დაადგინოთ აქვს თუ არა ქეიტერს შესაბამისი სიმძლავრე.
4.        ვიდრე გააკეთებთ შეკვეთას, აუცილებლად ჩაატარეთ დეგუსტაცია. ამისთვის არ არის სადმე წასვლა საჭირო აარჩიეთ ის პოზიციები, რომლებიც თქვენთვის გაუგებარია ან რომლებშიც ეჭვი გეპარებათ და მოითხოვეთ მოგიტანონ კურიერმა. ასე თქვენ იქნებით დარწმუნებული პროდუქტის გემოსა და ხარისხში.
5.        შეეცადეთ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს ყველა დეტალი და საჯარომო სანქციები.