Wednesday, April 3, 2013

ვაკანსია ექიმები . ნეტ– კლინიკისათვის


ვაკანსია ექიმები . ნეტ– კლინიკისათვის

ნეტკლინიკას  ესაჭიროება  ექიმები, რომლებიც მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ დისტანციურად (სკაიპით, ტელეფონით, ელფოსტით და  ა.შ.)
http://www.medgeo.net/2010/06/14/consultation/

დისტანციური სამედიცინო მომსახურება
·         ნეტკლინიკა ეს არის დისტანციური სამედიცინო  კონსულტირების ცენტრი (სკაიპი, ტელეფონი , ინტერნეტ–ტელევიზია) . ცხადია,ყველა საკითხზე არ ხერხდება პაციენტთან მხოლოდ დისტანციური ურთიერთობით შემოფარგვლა, მაგრამ არსებობს ბევრი საკითხი, სადაც დისტანციური კონსულტაცია შეიძლება ფასეული იყოს პაციენტისათვის. 
·         დისტანციური საკონსულტაციო სისტემები წარმატებით მუშაობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
·         ჩვენ გვაინტერესებს სპეციალისტები მედიცინის ყველა სპეციალიზაციით ,სადაც შეიძლება დისტანციურ კონსულტაციებს ქონდეს რაიმე ეფექტი. ამასთან დროის მოცემულ მომენტში უფრო პრიორიტეტულად მიგვაჩნია:  დიეტოლოგი, ინფექციონისტი, პროქტოლოგი, გინეკოლოგი, სექსოლოგი , კონსულტანტი ბავშვთა მოვლის საკითხებზე ,  უროლოგი .
მოთხოვნები კანდიდატურების მიმართ
      პროფესიული დონე ცხადია უპირველესი მოთხოვნაა. პროფესიულ დონესთან ერთად,
ჩვენ  დაგვაინტერესებდა:    
·         ინტერნეტ–სისტემების, კომპიუტერით თქვენი მოსარგებლეობა. მოგვწერეთ თუკი გაქვთ გვერდი სკაიპში ან ბლოგი, რეალურად რაში იყენებთ ინტერნეტსა და ა.შ.
·         თქვენი ცოდნა და უნარები იზრუნოთ საკუთარი თავის სწორად წარმოჩინებაზე, საზოგადოებასთან და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები
·         რუსული განათლება ამჟამად მიმდინარე სამუშაოების კონტექსტში  უპირატესობაა
·         კანდიდატი შეიძლება მუშაობდეს რომელიმე კლინიკაში. არ გვქვს  ტერიტორიული შეზღუდვები. შეიძლება იმყოფებოდეთ როგორც უცხოეთში, ასევე– რეგიონებში.
·         მივესალმებით ემიგრანტ ექიმების მონაწილეობას ამ პროექტში
·         უნდა ქონდეს საშუალება სამუშაო შეასრულოს თავისი სახლიდან ან ოფისიდან . ანუ ქონდეს კომპიუტერი,სკაიპი,ტელეფონი და პასუხის გაცემის საშუალება გარკვეულ საათებში .
  • არ არის ასაკობრივი, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა რაიმე შეზღუდვა.

·         ანაზღაურება

  • შეთანხმებით. დამოკიდებულია ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა : რამდენ პაციენტს
    მოემსახურეთ, რამდენად მაღალია თქვენი ცნობილობის ხარისხი, რამდენად დაცულია  ჩვენი ურთიერთობა პაციენტების გადამისამართებისაგან , პასუხისმგებობლების ხარისხისაგან და ა.შ. 

CV-ს გამოგზავნა
  • გთხოვთ საბუთების გამოგზავნამდე კარგად გაეცანით ამ განცხადებას.
  • უნდა გამოაგზავნოთ ორი დოკუმენტი:
    1. თანმხლები წერილი,იგი გამოაგზავნეთ პირდაპირ, ნუ ჩადებთ ატაჩმენტში. მიუთითეთ თქვენი სკაიპი იქვე. თანმხლებ წერილში მოგვაწოდეთ როგორ ხედავთ თქვენ დისტანციური კონსულტირების პროცესს
    2.  ატაჩმენტით გამოაგზავნეთ
    CV
  • CV-ები თანმხლები წერილის გარეშე ჩაითვლება სპამად და ავტომატიურად წაიშლება.
  • გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეnetklinika@gmail.com
  • თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « « « დამხმარე ინტერნეტში მუშაობისას  ».
  • ჩვენს მიერ პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში მიიღებთ მოწვევას სკაიპზე სასაუბროდ. სასაუბროდ  მოწვევა არაა სამსახურში მიღების გარანტია.

No comments:

Post a Comment