Sunday, February 2, 2020

ალუბლის და შინდის ხინკალები ფურშეტის ფორმატში



           ალუბლის და შინდის ხინკალები ფურშეტის ფორმატში

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით

 შემადგენლობა:
ფქვილი  3   ჭიქა
მარილი 2   /
წყალი 11⁄2   ჭიქა
ალუბალი 200  გრ


 მომზადების საფეხურები

დიდ თასში აურიეთ ფქვილი და მარილი. ფქვილის შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ  1 ჭიქა წყალი. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი რბილი ცომის მისაღებად. ცომი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ და ზილეთ, სანამ გლუვი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 5–6 წუთით. დააფარეთ და გადადგით სულ მცირე 20 წუთით.

შიგთავსის გასაკეთებლად:შესაძლებელია ალუბლის მურაბის გაკეთებაც შიგთავსად, მაგრამ უმჯობესია ცოცხალი ხილი, ალუბალს გამოაცალეთ კურკები და ისე გამოიყენეთ შიგთავსად..

ორ ნაწილად გაყოფილი ცომი გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი თხლად.დიდი ჭიქით ცომისაგან გამოჭერით მრგვალი ფორმები. თითოეულ ფორმას მოაყარეთ ფქვილი და გადადეთ.
ალუბლის შიგთავსი (ცოცხალი ხილი ან მურაბა ) კოვზით გაბრტყელებულიმრგვალი ფორმის შუაში მოათავსეთ. შეკარით ხინკლის თავი ისე, რომ ხარშვისას არ გაიხსნას. გამზადებული მასა ჩაყარეთ ადუღებულ მარიწყალში და ადუღეთ 15-20 წუთი.



No comments:

Post a Comment