Showing posts with label ვაკანსია. Show all posts
Showing posts with label ვაკანსია. Show all posts

Thursday, February 28, 2013

ვაკანსია, სტუდენტი ჯანდაცვის მენეჯმენტი


ვაკანსია, სტუდენტი ჯანდაცვის მენეჯმენტი


გვესაჭიროება სტუდენტი, რომელიც ბლოგზე გააშუქებს ჯანდაცვის მენეჯმენტის
საკითხებს


ძირითადი მოვალეობები:

·         ბლოგისათვის სტატიები მომზადება შემდეგი რუბრიკებისათვის:
–  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა;
–  რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში;
–  კანონმდებლობა ჯანდაცვის შესახებ;
–  ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო აქტები;
–  პაციენტის უფლებები;
–  კლინიკების მართვის გამოციდელიდან;
–  ფარმფირმების მართვის გამოცდილებიდან ;
–  და სხვა საკითხებს, რომლებიც ეხება ჯანდაცვის მენეჯმენტს.
·         მომზადებული  სტატიების საიტზე და ბლოგზე განთავსება (საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება ტრენინგი)
·         სამუშაოების ჩატარება  სტატიისათვის მკითხველთა მოსაზიდად
ინფორმაციის წყაროა ქართული და უცხოური საიტები, ამდენად, უცხო ენების ცოდნა სასურველია

ცოდნა/უნარები:
  • აუცილებელია ინტერნეტ სისტემები  სპეციფიკისა და შესაბამისი ბიზნეს პროცესების გარკვეულ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და აზრის წერილობით გადმოცემის უნარი
საქმიანი თვისებები :
  • შედეგზე ორიენტირებული აზროვნება და ქმედებები . ამ შემთხვევაში შედეგია
    სტატიებზე მკითხველთა მოზიდვა
ანაზღაურება:

            შეთანხმებით

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ებისა და თანმხლები წერილის მიხედვით.
  • სკაიპით გასაუბრება . აუცილებელია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი. ისე ნუ შეგვეხმიანებით
  • გამოსაცდელი ანაზღაურებადი კონტრაქტი
დამატებით განიხილება :
  • ინდივიდიალურად განიხილება  ფაქტი, თუ თქვენ გაქვთ ცოცხალი , შედეგის მომცემი კონტაქტები მედიცინის სფეროში
  • ინდივიდიალურად განიხილება  ფაქტი, თუკი თქვენ მუშაობთ ჩვენთვის საინტერესო ადგილზე (მაგ. კლინიკის პიარ–მენეჯერად, სამედიცინო წარმომადგენლად და ა.შ.) , ჩვენ შევეცდებით ვითანამშრომლოთ ინდივიდიალური კონტრაქტით
  • ანგარიში გაეწევა ფაქტს, თუკი თქვენ ხართ ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ რაიმე გამორჩეული ნიშნით პერსპექტიული ამ ვაკანსიისათვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geonostalgia@gmail.com  . გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « ჯანდაცვის მენეჯმენტი ».